საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა პრემიერ ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრა, რომელშიც მან.სიტიმ არსენალს უმასპინძლა და გუნდებმა ქულები გაიყვეს, - 2:2.
შეხვედრაში ერლინგ ჰოლანდმა სიტი მალევე დააწინაურა, ამ გოლით კი ნორვეგიელმა ქალაქელთა მაისურით მე-100 გოლი გაიტანა, რასაც საკმაოდ ლამაზი გამათანაბრებელი გოლი რიკარდო კალაფიორისგან მოჰყვა (ერთი ისაა, რომ გოლის სამართლიანობაზე დავა ამ წამამდე მიმდინარეობს).
დაძაბული გამოდგა პირველი ტაიმის ბოლო, როდესაც არბიტრმა ლეანდრო ტროსარი მოედნიდან ბურთის გადაგდების გამო გააძევა (მეორე ყვითელი), თუმცა არსენალმა წინ გასლვა მაინც მოახერხა და შესვენებაზე კარგი განწყობით გავიდა.
აქედან მოყოლებული სიტი გამუდმებით უტევდა, თუმცა შეტევები ერთმანეთს ჰგავდა. მიუხედავად ამისა, გვარდიოლამ არსენალი მაინც გატეხა და მატჩის მიწურულს ანგარიში ჯონ სტოუნსის დარტყმის შემდეგ გათანაბრდა, რის ხარჯზეც სიტი კვლავ პრემიერ ლიგის სათავეში დარჩა.