იტალიელმა ფეხბურთელმა, მარიო ბალოტელიმ ადგილობრივ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ კვლავ უმაღლეს დონეზე ფეხბურთის თამაში და სამშობლოში დაბრუნება სურს.
"უცხოური კლუბებისგან რამდენიმე შეთავაზება მივიღე, მაგრამ ყველა უარით გავისტუმრე, რადგან სერია ა-ში დაბრუნება მსურს", - განაცხადა ბალოტელიმ.
შეგახსენებთ, 34 წლის ცენტრ ფორვარდი ამჟამად უგუნდოდაა ბოლოს კი თურქული ადანა დემირსპორის ღირსებას იცავდა.