მოგეხსენებათ, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 1-ში ბინადარი ქობულეთის შუქურა სერიოზულად გაძლიერდა.
ბევრ თქვენგანს არ ეცოდინება, რომ აჭარული გუნდის ღირსებას გასულ წელს მანჩესტერ სიტის აღზრდილი მოთამაშე, კოლინს ტეინორი იცავდა.
24 წლის ტეინორი ამჟამად აშშ-ს ლიგა 2-ის გუნდის, ლაუთ ბენდ ლაიონსის ღირსებას იცავს, თუმცა ქობულეთის შუქურას არც ერთ პლატფორმაზე მისი გუნდიდან წასვლის შესახებ არაფერი წერია.
ტეინორი პოზიციით ნახევარმცველია და წლების წინ ბელგიისა და დანიის უმაღლესი ლიგის გუნდების - ბეერსხოტი ვას და ნორდსიელანდის ღირსებას იცავდა.