მჭიდრო გრაფიკი არც კარვახალს მოსწონს - რა თქვა დანიმ » სპორტის ხაზი

მჭიდრო გრაფიკი არც კარვახალს მოსწონს - რა თქვა დანიმ

მჭიდრო გრაფიკი არც კარვახალს მოსწონს - რა თქვა დანიმ
19-09-2024, 17:05
Aa Aa
გაზიარება:

ალისონ ბეკერისა და მანუელ აკანჯის შემდეგ, ევროპულ ფეხბურთში არსებულ გადატვირთულ გრაფიკზე ხმა დანი კარვახალმაც აიმაღლა.

მადრიდის რეალისა და ესპანეთის ეროვნული ნაკრების მცველმა თქვა, რომ მოთამაშეებმა მეტი დასვენების მისაღებად რამე აუცილებლად უნდა გააკეთონ.

მისი თქმით, სეზონში 70 და 80 მატჩის ჩატარება ყველანაირ ლიმიტს სცდება, რაც უნდა გამოსწორდეს. დანი იმასაც ამბობს, რომ ხალხისთვის მაღალი დონის ფეხბურთის შესათავაზებლად ფეხბურთელთა დასვენებაზეც უნდა დაიწყონ ფიქრი.

გადატვირთული გრაფიკის შესახებ ფეხბურთელებთან ერთად მწვრთნელებიც ბევრს საუბრობენ და მართლაც არის შანსი, რომ ამხელა კრიტიკამ გარკვეული ცვლილებებისკენ გვიბიძგოს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი