კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეოცე ტურის შეხვედრაში ქუთაისის "ტორპედომ" რამაზ შენგელიაზე "იბერიას" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.
გოლების ავტორები იონსენი და ფაცაცია გახდნენ.
იმერლები სატურნირო ცხრილში 48 ქულით მეორე ადგილს იკავებენ, ხოლო მათი მდევარი 45 ქულით სწორედ "იბერიაა".