უკლუბოდ დარჩენილმა ენტონი მარსიალმა შესაძლოა კარიერა საბერძნეთის ჩემპიონატში გააგრძელოს. მოსალოდნელ ტრანსფერზე ინფორმაციას ყველაზე გავლენიანი სპორტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
წყაროს მტკიცებით, 28 წლის ფორვარდი კონტრაქტს აეკ-თან გააფორმებს, სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
ცნობისთვის, მარსიალი ბოლოს მანჩესტერ იუნაიტედის ღირსებას იცავდა, სადაც 2015 წლიდან თამაშობდა.