UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი გაერთიანებულ Pound-for-Pound რეიტინგში შევიდა და მე-7 ადგილზეა.
რაც შეეხება მის მეტოქესა და უკვე ყოფილ ჩემპიონს, შონ ო'მალიმ მე-6 ადგილიდან 13-ზე გადაინაცვლა და სერიოზული რეგრესი განიცადა.
შეგახსენებთ, აქამდე P4P რეიტინგში კიდევ ერთი ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია შევიდა, რომელიც მე-4 ადგილს იკავებს.