შონ ო'მალი ილია თოფურიაზე: "თუ ქართველი ამას იზამს, ძალიან გავბრაზდები" » სპორტის ხაზი

შონ ო'მალი ილია თოფურიაზე: "თუ ქართველი ამას იზამს, ძალიან გავბრაზდები"

შონ ო'მალი ილია თოფურიაზე: "თუ ქართველი ამას იზამს, ძალიან გავბრაზდები"
23-05-2024, 16:58
Aa Aa
გაზიარება:

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი კატეგორიის მოქმედმა ჩემპიონმა, შონ ო'მალიმ ქართველი მებრძოლის, ილია თოფურიას შესახებ კომენტარი გააკეთა.

როგორც ო'მალი ამბობს, იმ დღეს, როდესაც მისი ჩხუბი ჩაინიშნება, მთავარი მოვლენა სხვა არაფერი უნდა იყოს, გარდა თავად ამერიკელი მებრძოლის ჩხუბისა.

"დიდი იმედი მაქვს, რომ ორგანიზატორები UFC 299-ის მსგავსად იმოქმედებენ, სადაც მთავარი მოვლენა ჩემი ჩხუბი იქნება. თუ ისე მოხდა, რომ ჩემს ბრძოლას ილიას დაპირისპირება დაემთხვა და კრედიტი ქართველის ჩხუბმა წაიღო, ეს ყველაფერი ძალიან გამაბრაზებს."

"ილია თოფურია სიმაღლეში 1.64-ია, ის ძალიან დაბალია. არ ვიცი თუ რა მოხდება მომავალში. შესაძლოა, რომ ჩემი და ილიასა და მერაბის ჰოლოუეისთან ბრძოლა ერთ დღეს ჩანიშნონ"
, - თქვა შონმა.

შეგახსენებთ, რომ შონ ო'მალის საჩემპიონო ბრძოლის დასაგეგმად უკვე დიდი ხანია მერაბ დვალიშვილი იწვევს, თუმცა ამერიკელი მკაფიო აქცენტებს ჯერჯერობით არ აკეთებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი