UFC-ის ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა ნანატრი ჩემპიონობის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თავის ერთ-ერთ მომავალ მეტოქეზე, უმარ ნურმაგომედოვზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ის დაღესტანიდანაა და არა რუსეთიდან.
მერაბის ამ განცხადებას, ისლამ მახაჩევიც გამოეხმაურა და ქართველს წინადადება შეუსწორა.
"მერაბი ამერიკაში ცხოვრობს და წარმოდგენა არ აქვს რაზე საუბრობს - დაღესტანი რუსეთის ნაწილია!", - განაცხადა მახაჩევმა.