"ილიას მხოლოდ ამ შემთხვევაში შევებრძოლები" - მახაჩევი თოფურიაზე საუბრობს » სპორტის ხაზი

"ილიას მხოლოდ ამ შემთხვევაში შევებრძოლები" - მახაჩევი თოფურიაზე საუბრობს

"ილიას მხოლოდ ამ შემთხვევაში შევებრძოლები" - მახაჩევი თოფურიაზე საუბრობს
5-08-2024, 23:16
Aa Aa
გაზიარება:

UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონმა, ისლამ მახაჩევმა ორგანიზაციაში დაგეგმილ ბრძოლებზე ისაუბრა, რა დროსაც თოფურიაც ახსენა და მის ჰოლოვეისთან 26 სექტემბერს გასამართ დაპირისპირებასაც შეეხო, მახაჩევმა თქვა, თუ რა შემთხვევაში შეებრძოლება იგი ილიას.

"ილია ძალიან კარგი მებრძოლია. ვფიქრობ, ჭიდაობის ძალიან კარგი უნარი აქვს, მაგრამ უმეტესწილად კრივს იყენებს, რა დროსაც უფრო მეტად სახიფათო ხდება.

"მას მხოლოდ იმ შემთხვევაში დავუპირისპირდები თუ ჯერ მაქსს დაამარცხებს, შემდეგ კი მოვსარ ევლოევს. თავის დივიზიონში მას ნამდვილად დიდი საქმე აქვს გასაკეთებელი".

"არ ვიცი, რატომ უნდათ ამ პატარებს ჩემთან ბრძოლა, მაგრამ მე შანსს მივცემ, როგორც ვოლკანოვსკის. რატომაც არა?!"
- განაცხადა 32 წლის მახაჩევმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი