"ბარსელონამ" ლა ლიგის გასულ ტურში "ჟირონა", 4:1 დაამარცხა, სადაც ერთ-ერთი გოლი კატალონიელთა შემტევმა, დანი ოლმომ გაიტანა, შემდგომში კი 61-ე წუთზე მოედნის დატოვება იძულებით, ტრავმის გამო, მოუწია.
როგორც ბარსელონას ოფიციალურ ცნობაში ვკითხულობთ, 26 წლის ფეხბურთელის დაზიანება ბევრად მძიმეა, ვიდრე მანამდე ვარაუდობდნენ, ასე რომ ესპანელი 5 კვირამდე გამოტოვებს.