ნორვეგიის ეროვნული ნაკრებისა და "სიტის" თავდამსხმელი ერლინგ ჰალანდი პრემიერლიგის აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
24 წლის ფეხბურთელმა აგვისტოში გამართულ 3 მატჩში 7 გოლი გაიტანა.
ერლინგმა პრემიერ ლიგის საიტზე გულშემატკივართა მხრიდან ყველაზე მეტი ხმა დააგროვა.