ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე წარმატებული დებიუტის შემდეგ, საქართველოს ნაკრები 2026 წლის მუნდიალზე მოხვედრასაც გეგმავს, საამისოდ კი ორი შანსი მოგვეცემა.
ამ ორიდან ერთი უკვე კარგად გვაქვს დაცდილი. საქმე ერთა ლიგას და მის პლეიოფს ეხება. მიუხედავად იმისა, რომ ახლა გაცილებით რთულადაა საქმე, ჩვენი ჯგუფის მოგებით და პლეიოფების დაძლევით მუნდიალზე კვალიფიცირება მაინც შეგვეძლება.
მეორე სტანდარტული საკვალიფიკაციოა, სადაც ჩვენი მეტოქეების ძალა იმაზე იქნება დამოკიდებული თუ რამდენად სუსტ კალათაში მოვხვდებით. როგორც იწერება, ჯერჯერობით არ იციან თუ რომელი რეიტინგით იხელმძღვანელებენ ფიფა და უეფა - მსოფლიოს, თუ ახალი ერთა ლიგის, სადაც საქართველოს უკანასკნელი შედეგები პირდაპირაა ასახული, შესაბამისად, ჩვენ მისი მაჩვენებლები უფრო გვაწყობს.
ცნობისთვის, მიმდინარე ერთა ლიგა ნოემბერში დასრულდება, კლასიკური ეტაპის წილისყრა კი ზუსტად ერთ თვეში, დეკემბერში ჩატარდება.