15 სექტემბერს მერაბ დვალიშვილი UFC-ის საჩემპიონო ქამრის მოპოვებას ტიტულის მფლობელ შონ ო'მალისთან ორთაბრძოლის მოგებით შეეცდება.
უცხოურ მედიაში ამერიკელის კომენტარი ვრცელდება იმასთან დაკავშირებით თუ რა უთხრა მან დვალიშვილს პირისპირ დგომის დროს.
დაგანოკაუტებ, მეგობარო. ღამით, როდესაც თვალებს დახუჭავ და კოშმარებს იხილავ, მე მათ რეალობად გიქცევ.
- უთქვამს ო'მალის დვალიშვილისთვის.
თავის მხრივ, მერაბი სულ ამბობდა, რომ როდესაც მეტოქე შენს ოჯახსა და სამშობლოს შეურაცხყოფას აყენებს, თუ თავს კაცად თვლი, მაშინ უნდა გაბრაზდე. შესაბამისად, დვალიშვილს შუგასთან პირადი საქმეც ექნება გასასწორებელი.
შენ კარგად იცი თუ რაც მოხდება, მეგობარო. გაგტეხავ! ახლა ჩემპიონი ხარ და დროებით დატკბი ამით.
- მერაბი ო'მალის.