შონ ომალისთან საჩემპიონო ბრძოლამდე რამდენიმე დღით ადრე, მერაბ დვალიშვილმა მომდევნო სასურველ მეტოქეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ ომალს დაამარცხებს, უმართან დაპირისპირებას ფიგიერედოსთან ჩხუბი ურჩევნია.
"მე არასდროს ვირჩევ მეტოქეებს. UFC-ის ვინც უნდა იმას დავუპირისპირდები. თუ უნდათ უმარი იყოს, მაგრამ მე ფიგიერედო მირჩევნია, რადგან შონ ომალის შემდეგ მეხუთე ჩემპიონი იქნება ვისაც დავამარცხებ", - განაცხადა დვალიშვილმა.
შეგახსენებთ, მერაბ დვალიშვილი 15 სექტემბერს, UFC 306-ზე საჩემპიონო ქამრისთვის შონ ომალის დაუპირისპირდება.