საქართველოს საფეხბურთო ნაკრები წარმატებული სადებიუტო ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, პროგრესს აგრძელებს და სექტემბრის სანაკრებო შესვენებაზე ერთა ლიგაზე გამართული ორივე შეხვედრა მოიგო.
ზოგადად, ერთა ლიგა შეიძლება ითქვას "ჩვენი ტურნირია", რამეთუ ვილი სანიოლის გუნდს ამ ტურნირის არსებობის ისტორიაში ყველაზე მეტი ქულა აქვს დაგროვებული და საუკეთესო შედეგი აქვს.
უცხოურ მედიაში, განსაკუთრებით გაზრდილია ხვიჩა კვარაცხელიასადმი ინტერესი და გვსურს, ნაპოლის შემტევის ჩინებული სტატისტიკა შემოგთავაზოთ კონკრეტულად ამ ტურნირზე.
მაშ ასე, 23 წლის შემტევმა ერთა ლიგაზე 11 მატჩი ჩაატარა, სადაც თავის გამოჩენა 7 გოლითა და 6 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ხვიჩას ამ ტურნირზე წაგება არ აქვს - 8 მოგება და 3 ფრე.