მოახლოვებული საპარლამენტო არჩევნებისთვის, საქართველოს მმართველმა პარტიამ, ქართულმა ოცნებამ, საარჩევნო სიის ნაწილი დაასახელა, სადაც მოხვდნენ ოლიმპიური ჩემპიონები, ძალოსანი ლაშა ტალახაძე და მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი.
წარდგენის შემდეგ, ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გენო პეტრიაშვილმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ პარლამენთში ბევრი კარგი საქმის გაკეთებას გეგმავს.
"მე, როგორც გენო პეტრიაშვილმა ძალიან ბევრი ემოცია შევძინე ქართველ გულშემატკივარს, რაც შემეძლო..
ახლა კი ვეცდები ძალიან ბევრი კარგი საქმე გავაკეთო და ამ ძალიან მაგარ გუნდს შევუერთდე. თითოეულ ჩვენგანს ძალიან გვიყვარს ჩვენი სამშობლო და ყველა ადამიანს აქვს უფლება, მიიღოს ეს გადაწყვეტილება.
პარლემნტში ძალიან ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ! ვეცდებით ახალგაზრდებისთვის, სპორტსმენებისთვის, დევნილებისთვის, ჩემი ქალაქელებისთვის და ზოგადად ჩვენი ქვეყნისთვის ბევრი კარგი საქმე გავაკეთოთ.
საქართველოს გზა არის მხოლოდ ევროპაში, მშვიდობით, ღირსებით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა პეტრიაშვილმა.