დღეს, 9 სექტემბერს, 22:00 საათზე საქართველოს 21-წლამდე ახალგაზრდული ნაკრები, ვენლოს ცენტრალურ სტადიონზე, ადგილობრივ ნიდერლანდელ თანატოლებს დაუპირისპირდება.
ეს წუთია ეროვნული ნაკრების პრეს-სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამ მნიშვნელოვან შეხვედრაში ჩვენს გუნდს ვერ დაეხმარება მნიშვნელოვანი ფიგურა, ცენტრალური მცველი საბა საზონოვი.
"საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, დღეს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩს, ვენლოში, ნიდერლანდების ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება და ვენლოდან, მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
რამაზ სვანაძის გუნდს, დღევანდელ მატჩში, ნაკრების ცენტრალური მცველი - საბა საზონოვი ვეღარ დაეხმარება, რომელსაც ვირუსის შედეგად გამოწვეული მაღალი ტემპერატურა აქვს." - ვკითხულობთ nakrebi.ge-ზე.