პსჟ-ს და ნაპოლის მოლაპარაკებების უცნობი დეტალები - რამდენი ექნებოდა ხვიჩას ხელფასი » სპორტის ხაზი

პსჟ-ს და ნაპოლის მოლაპარაკებების უცნობი დეტალები - რამდენი ექნებოდა ხვიჩას ხელფასი

პსჟ-ს და ნაპოლის მოლაპარაკებების უცნობი დეტალები - რამდენი ექნებოდა ხვიჩას ხელფასი
9-09-2024, 17:28
Aa Aa
გაზიარება:

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, ფრანგული პსჟ მზად იყო ნაპოლისთვის ხვიჩა კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენის სანაცვლოდ 210 მილიონი ევრო გადაეხადა, თუმცა, იტალიურმა გუნდმა პარიზელების შეტავაზება უარით გაისტუმრა.

ინფორმაციას ამის თაობაზე ადგილობრივი გამოცემა Corriere dello Spor ავრცელებს და მოლაპარაკების ექსკლუზიურ დეტალებსაც ამხელს.

წყაროს მტკიცებით, თუ გუნდები შეთანხმებას მიაღწევდნენ, ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ში ხელფასის სახით წელიწადში 11 მილიონ ევროს მიიღებდა, ახლა მისი ანაზღაურება ნაპოლიში 1.5 მილიონია.

ოსიმენის სამომავლო გეგმები ბუნდოვანია, ის ახლა ერთწლიანი იჯარით გალათასარაიში თამაშობს, რაც შეეხება ხვიჩას, ქართველი შემტევი ნაპოლიში დარჩა და უახლოეს პერიოდში კლუბთან ახალ, გაუმჯობესებულ კონტრაქტს მოაწერს ხელს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი