საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა, კერძოდ, ერთა ლიგაზე მოთამაშე ყველა ნაკრებებს შორის, ჩვენს გუნდს ყველაზე მეტი (42) ქულა აქვს დაგროვებული.
ვილი სანიოლის გუნდმა ამ ტურნირზე ჯამში 19 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 12 მოიგო, 6 ფრედ ითამაშა და მხოლოდ 1 წააგო.
რაც შეეხება მეორე და მესამე ადგილებს, მას პორტუგალიის და ნიდერლანდების ნაკრებები 40-40 ქულით იკავებენ.