ბარსელონას ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა ფეხბურთელებს აუკრძალა მატჩზე განსხვავებული ჩაცმულობებით მოსვლა.
მისი გადაწყვეტილებით, ყველა ფეხბურთელს ერთნაირად, მატჩის წინა მოსამზადებელი მაისურები უნდა ეცვათ.
ამის მიზეზად კი ესპანური მედია კონცენტრაციის ფაქტორს ასახელებს. ფლიკს სურს, ფეხბურთელები თამაშის წინ სრულად თამაშზე იყვნენ კონცენტრირებულები და არა ჩაცმულობაზე.