მატეო პოლიტანო: "ახლა მე და კვარაცხელიას ერთი მიზანი გვაქვს" » სპორტის ხაზი

მატეო პოლიტანო: "ახლა მე და კვარაცხელიას ერთი მიზანი გვაქვს"

მატეო პოლიტანო: "ახლა მე და კვარაცხელიას ერთი მიზანი გვაქვს"
5-09-2024, 18:30
Aa Aa
გაზიარება:

Radio CRC-ის ეთერში სტუმრად ნაპოლის იტალიელი გარემარბი, მატეო პოლიტანო იმყოფებოდა, რომელმაც კლუბში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.

ახლა მე და კვარაცხელიას საერთო მიზანი გვაქვს. მე და კვარა პოზიციებს ხშირად ვცვლით და ერთმანეთის კარგად გვესმის. თუ მეტოქე უკან დგას და სივრცეებს ზღუდავს, ვცდილობთ, რომ მეტად მრავალფეროვნები ვიყოთ. ერთად უკვე დიდი ხანია ვთამაშობთ და ურთიერთგაგება მაღალ დონეზე გვყავს აყვანილი.

კონტესთან ერთად ინტერშიც მიმუშავია. მან ნაპოლიში ტაქტიკა შეცვალა, მაგრამ სავარჯიშო ინტენსივობა ზუსტად ისეთია. მომწონს მასთან თანამშრომლობა, რადგან ის მოტივირებული და მუშაობისთვის ბევრს აკეთებს.

რომელუ ლუკაკუ ძალიან ძლიერი ფეხბურთელია და მუდმივად სჯობს, რომ ის შენთან ერთად თამაშობდეს, ვიდრე შენს წინააღმდეგ. თუ მას სივრცე მიეცი, ის უბრალოდ მომაკვდინებელია, ამის გარეშე კი ბურთის შენარჩუნება და პასების დარიგებაც კარგად გამოსდის.

- თქვა პოლიტანომ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი