ვინისიუს ჟუნიორისა და რასიზმის თემის გადაკვეთა კვლავ გრძელდება. ამჯერად, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რასიზმი 2030 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს დაუკავშირა.
ვინის თქმით, თუ ესპანეთში რასისტული შეურაცხყოფების შემთხვევები არ შემცირდება, მაშინ ამ ქვეყანამ მუნდიალს არ უნდა უმასპინძლოს.
რა თქმა უნდა, აქ ყველა რასისტი არ არის, უბრალოდ მცირე ჯგუფებზე ვსაუბრობ, თუმცა თუ ისინი არ აღიკვეთნენ, მაშინ 2030-ში ესპანეთმა მსოფლიოს არ უნდა უმასპინძლოს.
- თქვა ჟუნიორმა.
შეგახსენებთ, რომ ვინისიუსს რასისტული სარჩულით დაპირისპირება გიორგი მამარდაშვილთანაც ჰქონდა. რეალისა და ვალენსიას შეხვედრაში ბრაზილიელი და ქართველი ერთანეთს დაუპირისპირდნენ, ვინისიუსმა კი თქვა, რომ მამარდაშვილმა მას რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა, რაც, ცხადია, სრული სიცრუე გახლავთ.