სულ ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ მადრიდის რეალის ბრაზილიელი თავდამსხმელი, ვინისიუს ჟუნიორი ჩემპიონთა ლიგის 2023/2024 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
რეალის შვიდიანმა საუკეთესო საკლუბო ტურნირზე მადრიდული გრანდის მაისურით მეტოქეთა კარი 6-ჯერ აიღო, საგოლე გადაცემა კი 5-ჯერ შეასრულა.
გარდა მოპოვებული ტიტულისა, გამოდის, რომ ვინისიუსმა იმაზე მეტი საგოლე კონტრიბუცია შექმნა, ვიდრე უშუალოდ მატჩში მიიღო მონაწილეობა. ვინის ანგარიშზე 11 შედეგიანი ქმედება დაგროვდა, მატჩი კი ბრაზილიელს 10 ჰქონდა გამართული.
შეგახსენებთ, რომ ვინისიუსმა ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც მოახერხა გოლის გატანა, რომელიც რეალმა დორტმუნდს 2:0 მოუგო და ისტორიაში მე-15 ჩემპიონთა ლიგის ტიტულს დაეუფლა.