საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული "ლიონის" თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ, ფრანგულ გამოცემა So Foot-თან დღევანდელ ფეხბურთზე საინტერესო განცხადება გააკეთა.
"აღარ არიან ისეთი მოთამაშეები, როგორიც რონალდინიო იყო, ფეხბურთელები, ვისაც შეუძლია მთელი დაცვის გვერდის ავლა დრიბლინგით და ტექნიკური უნარებით გოლამდე. შემტევი თამაშის ხარისხი არ დაცემულა, მაგრამ დღეს ფეხბურთი კომპიუტერულ თამაშებს ჰგავს, სადაც ყველაფერი წინასწარაა განსაზღვრული, იკლო კრეატივმა და იმ უნარების გამოვლენამ, რასაც ადრე უფრო ხშირად ვხედავდით." - თქვა ახალგაზრდა ქართველმა.
მიქაუტაძემ გასულ ხანში "ლიონს" 18,5 მილიონი ევროს სანაცვლოდ მიაშურა, და ხელშეკრულება კლუბთან 2028 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.