7 სექტემბერს ინგლისის ეროვნული ნაკრები ერთა ლიგაზე ირლანდია ესტუმრება, ხოლო 10 სექტემბერს ფინეთს შინ მიიღებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სამ ლომს ფილ ფოდენი, ოლი უოტკინსი, კოულ პალმერი და ჯუდ ბელინგემი ვერ დაეხმარებიან.
ჯუდ ბელინგემს უკვე საკმაოდ პერიოდია რაც ტრავმა აწუხებს, ფოდენმა, უოტკინსმა და პალმერმა კი ინგლისის ნაკრების შეკრება დაიწყეს, თუმცა მოულოდნელად ფოდენმა მაღალი ტემპერატურის , ხოლო პალმერმა და უოტკინსმა შეკრებაზე მიღებული ტრავმების გამო.