"2 წლის განმავლობაში გუნდი ტოქსიკური გახადა, კარგია რომ გააგდეს" - ოსიმენის სიძე » სპორტის ხაზი

"2 წლის განმავლობაში გუნდი ტოქსიკური გახადა, კარგია რომ გააგდეს" - ოსიმენის სიძე

"2 წლის განმავლობაში გუნდი ტოქსიკური გახადა, კარგია რომ გააგდეს" - ოსიმენის სიძე
3-09-2024, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, ნაპოლის ფეხბურთელი ვიქტორ ოსიმენი 1-წლიანი იჯარით გალათასარაიში ითამაშებს.

აღნიშნულ ფაქტს, სოციალურ ქსელში ნიგერიელი ფორვარდის სიძე ეხმაურება და განაცხადა, რომ ნაპოლიმ ოსიმენის გაშვებით კარგი გადაწყვეტილება მიიღო.

"ოსიმენმა სახელმწიფო სამსახურის დეპარტამენტი გამოაგზავნა თავისი დის (ჩემი მეუღლის) დასაჭერად, რადგან მასთან სასამართლოში დავა მაქვს."

უცხოური მედიის მტკიცებით, ოკოლო ოსიმენის ნაპოლიში ტრანსფერის ერთ-ერთი შუამავალი იყო, რის გამოც დის მეუღლეს გარკვეულ თანხას სთხოვდა, თუმცა, უშედეგოდ..

"მადლობა ნაპოლის პრეზიდენტს და მწვრთნელს გონივრული გადაწყვეტილებისთვის. ოსიმენმა 2 წლის განმავლობაში გუნდი ტოქსიკური გახადა. ხედავ? უკვე ნაპოლიდანაც გაგდებენ..

არც ერთი მოთამაშე არ არის გუნდზე დიდი! ამ სიტუაციიდან კი ეს გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ
", - წერს ოკოლო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი