ჯუღელი დათმობაზე წავიდა - როგორი იქნება ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასი ახალი კონტრაქტით » სპორტის ხაზი

ჯუღელი დათმობაზე წავიდა - როგორი იქნება ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასი ახალი კონტრაქტით

ჯუღელი დათმობაზე წავიდა - როგორი იქნება ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასი ახალი კონტრაქტით
3-09-2024, 11:14
Aa Aa
გაზიარება:

იტალიური გამოცემა Il Mattino-ის მტკიცებით, ხვიჩა კვარაცხელია და ნაპოლი ახალ კონტრაქტზე შეთანხმდნენ.

წყაროს მტკიცებით, ქართველი ფეხბურთელი კონტრაქტს 2029-წლამდე გაახანგრძლივებს, რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, ხვიჩა იტალიური გუნდისგან ყოველწლირუად 5.5 მილიონ ევროს მიიღებს.

ბონუსებმა კი შესაძლოა დამატებით 1.5 მილიონი ევრო შეადგინოს.

ცნობისთვის, ამჟამად ხვიჩა კვარაცხელიას ყოველწლიური ხელფასი capology-ის ინფორმაციით, € 1,920,000 შეადგენს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კონტრაქტში ხვიჩას გამოსასყიდი თანხა არ ჩაიწერება, რაც ფეხბურთელის და მისი აგენტის მთავარი მოთხოვნა იყო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი