ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, იტალიაში მთავარი სალაპარკო თემა ნაპოლის და ხვიჩა კვარაცხელიას მომავალი ხელშეკრულებაა.
თუ ადგილობრივ გამოცემა TuttoSport-ს დავუჯერებთ, მამუკა ჯუღელი უკვე მილანში იმყოფებოდა, სადაც ნაპოლის სპორტულ დირექტორს ჯოვანი მანას შეხვდა და ახალ კონტრაქტზე შეთანხმებასაც მიაღწიეს.
წყაროს მტკიცებით, ხვიჩა იტალიურ კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს, რომელიც 2029 წლამდე იქნება გათვლილი, ხელფასის სახით კი ყოველწლიურად 5,5 მილიონ ევროს მიიღებს (ცნობისთვის, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელის გარემოცვა ხელფასის 7 მილიონამდე გაზრდას მოითხოვდა).
გარდა ამისა, კონტრაქტში ჩაიწერება ქართველის გამოსყიდვის პუნქტიც, რომელიც 130 მილიონ ევროს შეადგენს.