პარალიმპიელები ბრუნდებიან - როდის და სად უნდა დავხვდეთ ქართველ მედალოსნებს » სპორტის ხაზი

პარალიმპიელები ბრუნდებიან - როდის და სად უნდა დავხვდეთ ქართველ მედალოსნებს

პარალიმპიელები ბრუნდებიან - როდის და სად უნდა დავხვდეთ ქართველ მედალოსნებს
2-09-2024, 21:13
Aa Aa
გაზიარება:

2024 წლის პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს დელეგაციას ამ დრომდე 2 მედალი აქვს მოპოვებული, ერთი ანა ჯაფარიძისგან, მეორე კი გიგა ოჩხიკიძისგან.

პარატაეკვანდოში ანა ჯაფარიძემ ქვეყანას ბრინჯაოს მედალი მოუტანა, ბირთვის კვრაში კი გიგა ოჩხიკიძე ოქროს მედალს დაეუფლა!

ქართველი სპორტსმენების ქვეყანაში დაბრუნებასთან დაკავშირებით ინფორმაცია პოლიტიკოსმა რატი იონათამიშვილმა გაავრცელა.

ბოლო სამი წლის მანაძილზე დავისახეთ მიზნები და თავდაუზოგავად ვიმუშავეთ კომიტეტმა მწვრთნელებთან და ექიმებთან ერთად, რომ ჩვენი სამშობლო გვესახელებინა! და ეს შევძელით! ანამ, სპორტული ნიჭის გარდა, დახვეწილი მანერებით მოხიბლა აქ ყველა, მათ შორის, ჯეკი ჩანი; გიგა კი ბირთვის კვრაში მარტო პარიზი 2024-ზე კი არა, პარალიმპიური სპორტის ისტორიაში პირველია. სამმა ქვეყანამ ალიანსი შეგვიკრა, ბევრს ეცადნენ, რომ დავეჩაგრეთ, მაგრამ ჩვენ შევძელით საკუთარი სიმართლის დაცვა და არაფერია იმაზე საამაყო და ღირსეული, როცა შენ შენი ქვეყნის მოქალაქის და პარასპორტსმენის უფლებებს სხვა, უცხო ქვეყანაშიც იცავ. არავის აჩაგვრინებ და ერთობითა და სიმართლით იმარჯვებ უსამართლობაზე. ეს ისტორიები შთაგონებაა ჩვენი სხვა, საამაყო პარასპორტსმენებისთვის. შეგახსენებთ, ეტლით მოფარიკავეებს, პარაძიუდოს და პარაწოლჭიმს ჯერ ასპარეზობა არც დაუწყიათ. ანა და გიგა, ჩვენი პარატაეკვონდოს და პარამძლეოსნობის ნაკრები გუნდები კი თბილისში 3 სექტემბერს, საღამოს 21:50 საათზე დაბრუნდებიან. დახვდი, საქართველო.

- ამბობს იონათამიშვილი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი