სპორტული დირექტორი: "ნაპოლიმ ხვიჩასთან ისეთი რამ შეძლო, რაც არ ხდება ხოლმე" » სპორტის ხაზი

სპორტული დირექტორი: "ნაპოლიმ ხვიჩასთან ისეთი რამ შეძლო, რაც არ ხდება ხოლმე"

სპორტული დირექტორი: "ნაპოლიმ ხვიჩასთან ისეთი რამ შეძლო, რაც არ ხდება ხოლმე"
2-09-2024, 18:20
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლის ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, მაურო მელუზომ რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბრა და მათ შორის, მელუზომ კვარაცხელიაც არაერთხელ ახსენა.

ნეაპოლელთა გუნდის ყოფილმა წევრმა იტალიის სერია A-ს საუკეთესო ფორვარდები და ნაპოლის სატრანსფერო ფანჯრის საუკეთესო შენაძენი დაასახელა.

ჯერ მხოლოდ სამი ტური გავიდა და ცოტა რთულია, რომ ლიგის საუკეთესო თავდამსხმელი დაასახელო, თუმცა სიაში კვარაცხელია, ლუკაკუ, ვლაჰოვიჩი, მორატა და სხვები არიან. ფაქტია, რომ კვარაცხელია ისევ გადამწყვეტ როლს თამაშობს და ის ძალიან კარგ ფორმაშია.

თუ ნაპოლის საუკეთესო შენაძენზე ვისაუბრებთ, აქაც კვარაცხელიას დავასახელებდი. რეალურად, როდესაც ასეთი საშინელი სეზონის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ იპოვებ, საკმაოდ რთულია, რომ ხვიჩას მსგავსი ფეხბურთელი შეინარჩუნო. ნაპოლიმ მასთან მიმართებით ისეთი რამ შეძლო, რაც არ ხდება ხოლმე. კვარას შენარჩუნება მართლაც დიდი საქმეა!

- თქვა მაურო მელუზომ.

ცნობისთვის, მაურო მელუზო ნაპოლიში 2023 წელს დაინიშნა და აღნიშნულ თანამდებობაზე იტალიელმა სეზონის ბოლომდე იმუშავა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი