ისტორია დაიწერა - საქართველომ პირველად შეძლო ქალთა კატეგორიაში ბრინჯაოს მედლის მოპოვება » სპორტის ხაზი

ისტორია დაიწერა - საქართველომ პირველად შეძლო ქალთა კატეგორიაში ბრინჯაოს მედლის მოპოვება

ისტორია დაიწერა - საქართველომ პირველად შეძლო ქალთა კატეგორიაში ბრინჯაოს მედლის მოპოვება
14-11-2022, 15:00
Aa Aa
გაზიარება:

გრან პრის ეტაპებში მონაწილეობის ისტორიაში საქართველომ პირველად შეძლო ქალთა კატეგორიაში ბრინჯაოს მედლის მოპოვება. ეს შესაძლებლობა ქვეყანას ანასტასია გუბანოვმა მიანიჭა, რომელმაც ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებს შორის 193,11 ქულით საუკეთესო შედეგი აჩვენა.

შეფილდში გამართულ ეტაპზე ათი ქვეყნის 12 სპორტსმენი მონაწილეობდა. ანასტასია გუბანოვა საქართველოს სახელით 2021 წლიდან ასპარეზობს. თუმცა, გრან პრის ეტაპზე საქართველოს სახელით გუბანოვა პირველად გამოდიოდა.

მისი დებიუტი მესამე ადგილითა და ბრინჯაოს მედლით დასრულდა. ამ წარმატების შემდეგ საქართველოს წარმომადგენელმა გრან პრის სარეიტინგო აქტივში 11 ქულა ჩაიწერა. მეორე ეტაპი ანასტასია გუბანოვასთვის ორი კვირის შემდეგ, ფინეთის ქალაქ ესპოში გაიმართება.

ისტორია დაიწერა - საქართველომ პირველად შეძლო ქალთა კატეგორიაში ბრინჯაოს მედლის მოპოვება

გუბანოვა საუკეთესო სამეულშია


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი