გრიგალაშვილი, მაისურაძე და ბექაური რეიტინგში დაწინაურდნენ - შავდათუაშვილი დაქვეითდა » სპორტის ხაზი

გრიგალაშვილი, მაისურაძე და ბექაური რეიტინგში დაწინაურდნენ - შავდათუაშვილი დაქვეითდა

გრიგალაშვილი, მაისურაძე და ბექაური რეიტინგში დაწინაურდნენ - შავდათუაშვილი დაქვეითდა
17-10-2022, 15:45
Aa Aa
გაზიარება:

ტაშკენტში დასრულებული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) მსოფლიო რეიტინგი განაახლა.

60 კილო წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლუხუმ ჩხვიმიანი უმედლოდ დარჩენის შემდეგ, მეხუთე ადგილიდან რეიტინგში მეშვიდე ადგილამდე დაქვეითდა. ასევე რეიტინში ერთი ადგილით დაქვეითდა ქართველი ფალავანი, ვაჟა მარგველაშვილი (-66 კგ).

-73 კგ-ში რეიტინიგში პირველი ადგილი დათმო ლაშა შავდათუაშვილმა და მეორე პოზიციაზე დაქვეითდა. მისი ადგილი კი მოლდოველმა, დენის ვიერუმ დაიკავა.

2021 წლიდან 81 კილო კატეგორიაში ლიდერია, ტატო გრიგალაშვილი, რომელმაც პირველი ადგილი უფრო გაიყარა. მასსა და ბელგიელ, მატიას კასეს შორის სხვაობა 309 ქულამდე გაიზარდა.

რეიტინგში ასევე დაწინაურდნენ ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე. ლუკა მეშვიდე ადგილიდან მეხუთე ადგილზე გადავიდა და მის ანგარიშზე 3725 სარეიტინგო ქულაა, ხოლო ბექაური მე-10 ადგილიდან სამი პოზიციით დაწინაურდა და ახლა ცხრილში მეშვიდე პოზიციას იკავებს.

+100 კილოში ქართველი ძიუდოისტის, გურამ თუშიშვილის პოზიცია უცვლელი დარჩა. 27 წლის სპორტსმენი მეორე ადგილზე დარჩა. შეგახსნებთ, რომ პირველ ადგილს ტაჯიკი, ტემურ რახიმოვი იკავებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი