გუშინდელ შეხვედრაში ნაპოლიმ მძიმედ, თუმცა მაინც შეძლო პარმას 2:1 დამარცხება. კონტეს გუნდმა ამ გამარჯვებით სამ ტურში თავი 6 ქულას მოუყარა.
ნაპოლი ახლა ამ მაჩვენებლით იტალიის ჩემპიონატის მე-4 ადგილს იკავებს, თუმცა, უნდა ითქვას, რომ ამ ტურის შეხვედრები ჯერ კიდევ გასამართია.
როგორც Opta-ში ვარაუდობენ, იტალიის სერია A-ს გამარჯვებული კვლავ ინტერი გახდება, ნაპოლის კი სუპერკომპიუტერმა საბოლოო მე-6 პოზიცია მიანიჭა.