'ნაპოლი' 53 ქულით სერია A-ს დამაჯერებლად ლიდერობს. იტალიური კლუბი ჩემპიონატში ძალიან დიდ უპირატესობას ფლობს, ამიტომ ყველა დარწმუნებულია, რომ სკუდეტოს სპალეტის ბიჭები დაეპატრონებიან.
ამას OPTA-ს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკაც ამტიცებს, რომლის თანახმადაც ტოპ 3 ლიგაში პარტენოპეის ჩემპიონობის ყველაზე დიდი შანსი აქვს (98,76 %).
OPTA-ს მიერ შეფასებული შანსები პროცენტული მაჩვენებლით
სპორტულმა გამოცემამ 'ნაპოლისთან' ერთად 'არსენალის' და 'ბარსელონას' შანსებიც შეაფასა. 'მეთოფეებისგან' განსხვავებით, რომლებიც ინგლისის ჩემპიონატს 50 ქულით ლიდერობენ, ბლაუგრანას ჩემპიონობის უფრო დიდი შანსი აქვს. გამოცემამ ესპანური გრანდის შანსები 77,79 %-ით შეაფასა, ხოლო ინგლისურ კლუბს 52,64 % მიანიჭა.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ სპალეტის ბიჭები 53 ქულით პირველ ადგილზე იმყოფებიან, მეორე ადგილოსან 'ინტერს' კი 13 ქულით უსწრებენ.