"მატჩის შემდგომ ჩვენს შორის გაუგებრობა მოხდა" - სტივ კინის კომენტარი "ჯუნგლების" განცხადებაზე » სპორტის ხაზი

"მატჩის შემდგომ ჩვენს შორის გაუგებრობა მოხდა" - სტივ კინის კომენტარი "ჯუნგლების" განცხადებაზე

"მატჩის შემდგომ ჩვენს შორის გაუგებრობა მოხდა" - სტივ კინის კომენტარი "ჯუნგლების" განცხადებაზე
31-08-2024, 12:18
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე დღის წინ, ქუთაისის "ტორპედოს" ფანკლუბმა, "ჯუნგლებმა", სოციალური ქსელში განცხადება გაავრცელა და კლუბის თავკაცს, სტივ კინს, გუნდის დატოვებისკენ მოუწოდა.

მოგვიანებით, "ჯუნგლებს" უპასუხა იმერული კლუბის კაპიტანმა, მერაბ გიგაურმა.

გიგაურის შემდეგ, თავისი სიტყვა, თავად სტივ კინმაც თქვა:

"გავეცანი კაპიტნის განცხადებას და მსურს ჩემი მხრიდან დავამატო: "ჯუნგლების" მიმართ მხოლოდ დიდი პატივისცემა გამაჩნია. მაქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება მას შემდეგ, რაც 16 თვის წინ პირველად ვიდექი თქვენს წინ სამტრედიაში და ვგრძნობდი თქვენს მხარდაჭერას გუნდის მიმართ. მას შემდეგ თავს მეც ამ დიდი ოჯახის წევრად ვგრძნობ.

იმედი მაქვს, გრძნობთ და ხვდებით, რომ "დილასთან" მატჩის შემდეგ ჩვენს შორის გაუგებრობა მოხდა. მსურდა ამეხსნა და არადამაკმაყოფილებელი შედეგის გამო ბოდიში მომეხადა, "ჯუნგლების" ლიდერს კი, რომელსაც ასევე დიდ პატივს ვცემ, ამ ყველაფერზე ცალკე საუბარი ვთხოვე.

ამ სეზონში ჩემპიონობის შანსი გვაქვს და გვინდა, ეს ყველაფერი "ჯუნგლებთან" ერთად გავიზიაროთ. თქვენი მხარდაჭერა დარჩენილ მატჩებში ძალიან გვჭირდება: თქვენ მოტივაციას გვაძლევთ და გვიყვარს ყოველი მატჩის შემდეგ თქვენს ტრიბუნასთან მოსვლა.
ვიმედოვნებ, რომ ისევ ერთად დავდგებით. ეს თქვენი კლუბია და მას დიდება უნდა დავუბრუნოთ."
- ამბობს შოტლანდიელი სპეციალისტი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი