ქართველი მსაჯი: "სულამანიძეს კოტსოიევთან ფინალში იპონი არ შეუსრულებია" » სპორტის ხაზი

ქართველი მსაჯი: "სულამანიძეს კოტსოიევთან ფინალში იპონი არ შეუსრულებია"

ქართველი მსაჯი: "სულამანიძეს კოტსოიევთან ფინალში იპონი არ შეუსრულებია"
30-08-2024, 18:19
Aa Aa
გაზიარება:

ოლიმპიადის ქართველმა მსაჯმა, ვლადიმერ ნუცუბიძემ ილია სულამანიძის საფინალო შეხვედრა გაიხსენა, სადაც ილიას ერთ-ერთი გდება ვაზარად შეუფასეს და არა იპონად მიუხედავად იმისა, რომ ქართული მხარე სწორედ იპონის დაფიქსირებას ელოდა.

როგორც ნუცუბიძე ამბობს, სულამანიძეს ვაზარი წესების ადეკვატური დაცვით შეუფასეს, თუმცა, მისივე თქმით, ძიუდოში წესები შეცვლას ექვემდებარება.

სამწუხაროდ, ილიას გდება სწორედ ვაზარი იყო და არა იპონი, თუმცა ეს წესები შესაცვლელია. ახალი წესებით ორი იდაყვის დადების შემთხვევაში გდება ფასდება ვაზარად იმიტომ, რომ ზურგი აღარ ეხება ტატამის. აი, იპონის განმარტებაში კი იდაყვებთან დაკავშირებით არაფერი წერია, რაც სრული აბსურდია.

წესებში ასე რომ ეწეროს - წელის დიდი ნაწილის შეხების შემთხვევაში, რაც ისედაც ვაზარს წარმოადგენს, იდაყვების ერთდროული ხმარება შეფასდება სუფთა გდებად - ასეთი სახის განმარტების შემთხვევაში მათ არანაირი არგუმენტი არ ექნებოდათ ჩვენ წინააღმდეგ.

- განმარტავს ვლადიმერ ნუცუბიძე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი