"ეს არის მიზეზი, რის გამოც აზაროვი ნაკრებში დავაბრუნეთ" - ვილი სანიოლის კომენტარი » სპორტის ხაზი

"ეს არის მიზეზი, რის გამოც აზაროვი ნაკრებში დავაბრუნეთ" - ვილი სანიოლის კომენტარი

"ეს არის მიზეზი, რის გამოც აზაროვი ნაკრებში დავაბრუნეთ" - ვილი სანიოლის კომენტარი
30-08-2024, 13:31
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 7 სექტემბერს, უეფას ერთა ლიგის 2024/25 წლის სეზონის გათამაშებას იწყებს.

მანამდე კი გუნდის თავკაცმა, ვილი სანიოლმა მედიასთან ისაუბრა და არაერთ საინტერესო თემასაც შეეხო, მათ შორის ირაკლი აზაროვის ნაკრებში დაბრუნებასაც.

"ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც აზაროვი შემადგენლობაში დაბრუნდა, არის ის, რომ შენგელია გამოგვაკლდა. მახარებს მისი დაბრუნება და მიეცემა შანსი, დაამტკიცოს თავისი შესაძლებლობები.

საქართველოს ნაკრებში ყველაზე პოზიციაზე დიდი კონკურენციაა და ეს ფაქტორი გვეხმარება განვითარებაში - ამას საკუთარ გუნდში ყველა მწვრთნელი ნატრობს
", - განაცხადა სანიოლმა.

შეგახსენებთ, ბევრისთვის მოულოდნელად, ისტორიული ევრო 2024-ის განაცხადში ირაკლი აზაროვი ვერ მოხვდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი