მამუკა ჯუღელი : "აზაროვი ამ სამ კლუბს სურთ, მათ მალე შევხვდები" » სპორტის ხაზი

მამუკა ჯუღელი : "აზაროვი ამ სამ კლუბს სურთ, მათ მალე შევხვდები"

მამუკა ჯუღელი : "აზაროვი ამ სამ კლუბს სურთ, მათ მალე შევხვდები"
22-05-2024, 16:50
Aa Aa
გაზიარება:

საფეხბურთო აგენტმა, მამუკა ჯუღელმა GEO TEAM-თან მიცემულ ინტერვიუში ირაკლი აზაროვის მომავალზე ისაუბრა და განაცხადა:

"ეს შენგან გავიგე, არც ველოდებოდი სიაში რომ არ იქნებოდა. ირაკლი შახტარში გამორჩეული ფეხბურთელია, რომლის ტრანსფერის საკითხზეც უახლოეს დღეებში საფრანგეთის ლიგა 1-ის და სერია A-ს გამორჩეულ კლუბებს ვხვდები, ჩანიშნულია შეხვედრა შოტლანდიის ყველაზე ტიტულოვან გუნდთანაც.
ჩემთვის აზაროვი საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და არამარტო, მის პოზიციაზე საუკეთესოა უკრაინაშიც. მჯერა, აზაროვი საბოლოოდ მოხვდება იქ, სადაც მისი ადგილია"

"თუ ირაკლი აზაროვი 26 კაციან სიაში ვერ ხვდება, მიხარია, ნიშნავს, რომ ევროპის ჩემპიონატის მოგებას ვუმიზნებთ.
ეს არის მწვრთნელის გადაწყვეტილება, შეიძლება ჩვენ ვერ ვერკვევით ფეხბურთში ისე, როგორც თავად უყურებს. ყველა ქართველის მოვალეობაა ევროპის ჩემპიონატზე ჩვენს ქვეყანას მთელი გულით ვუგულშემატკივროთ"
.


შეგახსენებთ, რომ ირაკლი აზაროვი ვილი სანიოლიმ ევროპის ჩემპიონატის განაცხადს მიღმა დატოვა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი