საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მარტში გასამართი თამაშებისთვის მზადებას იწყებს. ვილი სანიოლმა ჯვაროსანთა შემადგენლობა უკვე დაასახალა და სიაში ბევრისთვის მოულოდნელად იტალიის სერია ა-ში მოთამაშე ლუკა ლოჩოშვილი ვერ მოხვდა, რომელიც ამჟამად კრემონეზეს ღირსებას იცავს.
როგორც Geo Team-თან საუბრისას ლუკამ განაცხადა, გულშემატკივართა გამოხმაურებების ნახვის შემდეგ, გაოცებული და შეიძლება ითქვას გულნატკენიც კი დარჩა:
"გამოხმაურებები ვნახე და გაოცებული ვარ. კრიტიკა იმ ხალხისგან, ვისაც ჩემი ერთი თამაშიც არ უნახავს...
სერია A-ში 16 თამაში ჩავატარე, აქამდე მხოლოდ 4-მა ქართველმა ითამაშა აქ, სადაც მოხვედრა რთულია. ცუდ რაღაცებს წერენ.
მადლობა ყველას, ვინც მხარს მიჭერს მთელი სეზონია აქტიურად მიჭერს, მათ ძალიან ვაფასებ", - განაცხადა ლოჩოშვილმა.