"ჰოლანდი უცხოპლანეტელია, მე და ზურიკო ერთი დღე მტრები ვიქნებით", - დავითაშვილის თანაგუნდელი » სპორტის ხაზი

"ჰოლანდი უცხოპლანეტელია, მე და ზურიკო ერთი დღე მტრები ვიქნებით", - დავითაშვილის თანაგუნდელი

"ჰოლანდი უცხოპლანეტელია, მე და ზურიკო ერთი დღე მტრები ვიქნებით", - დავითაშვილის თანაგუნდელი
16-03-2023, 21:14
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მარტში გასამართი თამაშებისთვის მზადებას იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 25 მარტს, ამხანაგურ მატჩს მონღოლეთის წინააღმდეგ გამართავს, ხოლო 28 მარტს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში ნორვეგიას დაუპირისპირდება.

სწორედ ნორვეგიასთან მოსალოდნელ მატჩზე გააკეთა კომენტარი ზურიკო დავითაშვილის თანაგუნდელმა, სტიან გრეგერსენმა, რომელიც ნორვეგიის ეროვნული ნაკრების წევრია.

"ვამაყობ იმ ფაქტით, რომ ერლინგ ჰოლანდთან ერთად ვთამაშობ ნაკრებში. ყოველთვის ვცდილობ, რომ ასეთი ფეხბურთელებისგან რაც შეიძლება ბევრი ვისწავლო. ჰოლანდი სხვა პლანეტიდანაა, ის უბრალოდ მანქანაა, გარდა ამისა, ბრწყინვალე ადამიანიცაა.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ მოსალოდნელ შეხვედრას, თუკი ზურიკოსთან დაპირისპირება მომიწევს, ჩვენ მხოლოდ ერთი მატჩი მტრები გავხდებით და შემდეგ ისევ მეგობრები ვიქნებით.

ნებისმიერ შემთხვევაში, ამ თამაშს მოუთმენლად ველოდები
", - განაცხადა გრეგერსენმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი