პარმასთან მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე, ნაპოლის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ვრცლად ისაუბრა.
"ხვიჩა კარგი ბიჭია ,რომელიც საქმეს პროფესიონალურად უდგება და ყოველთვის ისე ვარჯიშობს, რომ ჩანს, სრულყოფილების მიღწევა უნდა - ჩემი აზრით, ეს მისი შემდგომი განვითარებისთვის მთავარი საფუძველი იქნება.
ვცდილობ, კვარა ისე ვათამაშო, რომ არაპროგნოზირებადი იყოს - თუ მას ერთ პოზიციაზე დავაყენებ მხოლოდ, მეტოქე თამაშს წაიკითხავს და მას სამი მცველით ჩაკეტავს, სწორედ ამიტომ, გარემარბებს ვავალებ, რომ მხოლოდ ფლანგებიდან არ შეუტიონ ხოლმე.
ასევე ჩემი სურვილია, კვარა მენტალურადაც გაიზარდოს და ნამდვილი ტოპ ფეხბურთელი გახდეს - ნიჭის მიუხედავად, ყოველთვის პირველ ადგილზე გუნდის ინტერესებს აყენებს და ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ძალიან გაგვიმართლა, რომ ქართველი ჩვენს გუნდშია", - განაცხადა კონტემ.
ცნობისთვის, ნაპოლი პარმას საკუთარ მოედანზე 31 აგვისტოს, თბილისის დროით 22:45 საათზე მიიღებს.