ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და "ნიუკასლის" 33 წლის განაპირა მცველმა, კირან ტრიპიემ, სანაკრებო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.
"ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი უდიდესი პატივი იყო ჩემი ქვეყნის ფორმით ოთხ დიდ ტურნირზე მეთამაშა. არასდროს დამავიწყდება ეს 54 მატჩი, რომელიც ნაკრების მაისურით ვითამაშე.
დიდ მადლობას ვუხდი გარეტს და ყველა ადამიანს, რომელიც ინგლისის ნაკრებთან მუშაობდა - მადლობა ნდობისთვის, რომელიც ამ წლების განმავლობაში გამომიცხადეს.
მადლობა ყველა თანაგუნდელს. გვქონდა განსაკუთრებული მომენტები.
ევროპის ჩემპიონატის ორ ფინალში, მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ვითამაშეთ და დარწმუნებული ვარ, მომავალში ეს თაობა დიდი ტურნირის გამარჯვებული გახდება.
წარმატებებს ვუსურვებ ლის (თავკაცი) , სამწვრთნელო შტაბსა და მთელს გუნდს, ყველაფერი საუკეთესო მომავალში. და ბოლოს, დიდი მადლობა ინგლისის ყველა გულშემატკივარს თქვენი წარმოუდგენელი მხარდაჭერისთვის..."
- თქვა ვეტერანმა ინგლისელმა.