როგორც მოსალოდნელი იყო, Whoscored-მა ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის მეორე ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.
ქართველი ფეხბურთელის გუნდი ბოლონიას შეხვდა და მეტოქეს 3:0 მოუგო, კვარამ კი გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.
აღსანიშნავია, რომ კვარაცხელიას სიმბოლურ ნაკრებში ყველაზე მაღალი შეფასება აქვს. Whoscored-მა ქართველს 9.8 სარეიტინგო ქულა დაუწერა.