გიორგი მიქაუტაძე კვირის სიმბოლურ გუნდში ყველაზე მაღალი შეფასებით მოხვდა! » სპორტის ხაზი

გიორგი მიქაუტაძე კვირის სიმბოლურ გუნდში ყველაზე მაღალი შეფასებით მოხვდა!

გიორგი მიქაუტაძე კვირის სიმბოლურ გუნდში ყველაზე მაღალი შეფასებით მოხვდა!
13-11-2022, 15:00
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის მეორე დივიზიონში მეცის მაისურით ჰეთ-თრიქი გაიფორმა და ცხადია, რომ ქართველ ფეხბურთელს შესაბამისი გამოხმაურებაც მოჰყვა.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ლიგა 2-ის კვირის სიმბოლურ XI-ში ყველაზე მაღალი შეფასებით მოხვდა, ქართველმა ფეხბურთელმა 9.7 სარეიტინგო ქულა მიიღო.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძეს საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონში 14 თამაში აქვს ჩატარებული, რომლიდანაც ქართველმა სპორტსმენმა მეტოქის კარი 7-ჯერ აიღო, რასაც 4 საგოლე გადაცემაც დაურთო. ამ სტატისტიკით, გიორგი მიქაუტაძე ლიგა 2-ის ბომბარდირთა დავის მე-3 პოზიციას იკავებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი