იმის გამო, რომ ტორინოში დიდად არ ენდობიან, საბა საზონოვმა გადაწყვიტა, რომ კლუბი შეიცვალოს და უფრო მეტი სათამაშო პრაქტიკა მიიღოს.
როგორც ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, ცენტრალური მცველი ტორინოს დატოვებს, თუმცა იჯარით, ახალი გაჩერება კი ემპოლი იქნება.
სხვათა შორის, ემპოლიში კიდევ ერთი მცველი, საბა გოგლიჩიძე ირიცხება. საბა ემპოლის განაცხადში ხშირად ხვდება ხოლმე, თუმცა სათამაშო დრო ნაკლებად ეძლევა.
შეგახსენებთ, რომ საბა საზონოვს ამ დრომდე ტორინოში 13 შეხვედრა აქვს გამართული.