"დღევანდელ დონემდე ტორპედომ მომიყვანა" - გოგლიჩიძე ქუთაისს ემშვიდობება » სპორტის ხაზი

"დღევანდელ დონემდე ტორპედომ მომიყვანა" - გოგლიჩიძე ქუთაისს ემშვიდობება

"დღევანდელ დონემდე ტორპედომ მომიყვანა" - გოგლიჩიძე ქუთაისს ემშვიდობება
8-01-2024, 12:36
Aa Aa
გაზიარება:

ქუთაისის ტორპედოდან იტალიურ ემპოლიში გადასული საბა გოგლიჩიძე ქართულ კლუბს ემოციურად ემშვიდობება:

"ქუთაისელი ვარ, თამაში ტორპედოში დავიწყე და ამ გუნდმა ძალიან ბევრი რამ მომცა. ტორპედოში ყველანაირი რესურსი და ძალიან კარგი გარემოა იმისთვის, რომ განვითარდე, გახდე მაღალი დონის ფეხბურთელი."

"ვფიქრობ, ქუთაისის ტორპედომ მიმიყვანა იმ დონემდე, რომ ახალ ეტაპზე გადავიდე და ახალი გამოწვევებისთვის მზად ვიყო. მთავარ გუნდში ჩემს გადასვლაში წვლილი ბევრს მიუძღვის. თანაგუნდელები ჩემი მეგობრები არიან. მათი დამსახურებაა, დღეს რაღაცას რომ წარმოვადგენ და ყოველთვის ჩემს გულში იქნებიან."

"ახალგაზრდებს ვეტყვი, იშრომონ, რადგან დაუფასდებათ. ამ კლუბში არაა იმის პრობლემა, რომ ახალგაზრდას ყურადღებას არ მიაქცევენ, რაც საკუთარ თავზე გამოვცადე. გულშემატკივრებისგან კი დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ და მათ დიდი მადლობა უნდა გადავუხადო. ისეთი მეგობრული დამოკიდებულება, როგორიც ჩვენსა და ტორპედოს ფანებს შორის არის, სხვა გუნდებში არ მინახავს."

"მნიშვნელობა არ აქვს, კარიერას სად გავაგრძელებ, ტორპედო ყოველთვის ჩემი საყვარელი კლუბი იქნება, ყოველთვის მისი ქომაგი ვიქნები და მისი წარმატება სულ გამიხარდება"
, - ამბობს საბა გოგლიჩიძე


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი