საბა საზონოვმა "ტორინოში" სადებიუტო მატჩი რამდენიმე დღის წინ "ლაციოსთან" ჩაატარა.
დღეს ქართველი მცველი უკვე სასტარტო შემადგენლობაში ვიხილეთ, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენებურმა მოთამაშემ ტრავმის გამო მოედანი ნაადრევად დატოვა.
მატჩის 27-ე წუთზე საზონოვმა მარჯვენა ფეხის ტერფი დაიზიანა. აღსანიშნავია, რომ ტრავმა მან უკონტაქტოდ მიიღო - საზონოვისთვის არც განზრახ და არც უნებლიედ არავის ჩაურტყამს.
საზონოვის ტრავმაზე უფრო მეტი ინფორმაცია მატჩის შემდეგ გვეცოდინება.