La Gazzetta dello Sport-მა ნაპოლის მწვრთნელის, ანტონიო კონტეს რთული სიტუაციის შესახებ დაწერა. როგორც კონტემ რამდენიმე დღის წინ თქვა, ნაპოლიში ბევრი რამ მოსალოდნელზე დაბალ დონეზე აღმოჩნდა, წინ კი სამუშაო თავზესაყრელად იქნება.
პირველ თამაშში განადგურების შემდეგ კონტეს ნაპოლიმ სრული შემოტრიალება გვიჩვენა და კვლავ 3-0 ითამაშა, ოღონდ ამჯერად მოიგო, ამ მოგების მთავარი მოქმედი პირი კი ჩვენი ხვიჩა კვარაცხელია იყო.
იტალიურმა გაზეთმა სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება. მათ დაწერეს, რომ კონტეს ამოსუნთქვა და მოშვება შეუძლია, რადგან ქართველი მოედანს ძველებურად დაუბრუნდა.