საფეხბურთო მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ალ-ჰილალმა" "სიტისთან" მოლაპარაკებები, ჟოაო კანსელოს თაობაზე, წარმატებით დაასრულა.
სატრანსფერო თანხა 25 მილიონი ევროა, ხოლო თავად ჟოაოს არაბები ანაზღაურების მხრივ, 15 მილიონ ევროს სთავაზობენ.
დარჩენილია თავად ფეხბურთელის სურვილი და მოწადინება, რომელსაც პორტუგალიელი მოთამაშე საზოგადოებას სულ მალე აცნობებს.